15 ივნისს, 16:00 საათზე, ქ. ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და საკრებულოს წევრებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 2017 წლის მოწვევის სპიკერმა - თეონა დიასამიძემ - საკრებულოს წევრებს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა წარუდგინა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი უბნები და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ტერიტორიულ ერთეულებში არსებული პრობლემები, ასევე, ისაუბრეს სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობასა და საკრებულოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფორმებზე. თავის მხრივ, საკრებულოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა საბჭოსთან ერთად შედეგზე ორიენტირებული განხილვებისა და მოსმენების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ შემდეგი სხდომა ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად გაიმართება. სადაც, უფრო კონკრეტულად მოეწყობა უბნების მიხედვით პრობლემებისა და ინიციატივების განხილვა.
მომდევნო სხდომა, ივლისის პირველი კვირის ოთხშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.