თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დაიწყო წევრების განახლება. იანვრის ბოლოს კონსულტაციები გაიმართება და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები საბჭოს ორ-ორ წევრს აირჩევენ.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება 19 წევრისაგან, ქალაქ ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ–ორი წარმომადგენლისაგან. საბჭოს დანარჩენ 13 წევრს წარმოადგენს ადგილობრივი მოქალაქეები ბათუმის 13-ვე ტერიტორიული ერთეულის მიხედვით („საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარეები).
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის საკრებულოს მუდმივმოქმედი სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები არჩევითია. საბჭოს წევრები აირჩევიან 1 წლის ვადით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნათია აფხაზავა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერი.
natia@civilin.org