სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 2014-2017 წლების პრიორიტეტებზე იმსჯელეს. გამოკვეთეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მათი თქმით მოქალაქეებისთვის და ქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანია და სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის შემუშავება გადაწყვიტეს