დღეს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს 2-2 წარმომადგენელი აირჩიეს.
შეხვედრის დასაწყისში 2013 წლის მოწვევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერმა ნათია აფხაზავამ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მოკლე მიმოხილვა გააკეთა. პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა დაასახელეს მსურველი კანდიდატები და ფარული კენჭისყრის შედეგად 2014 წლის მოწვევის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემდეგი წევრები გამოვლინდა:
საზოგადოებრივი ორგანიზაციები -
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციიაციის აჭარის ფილიალი - ნინო ტავლალაშვილი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ნათია აფხაზავა
მედია ორგანიზაციები -
ტელეკომპანია ტელეარხი 25 - მაია მერკვილაძე
ტელეკომპანია ტელეარხი 25 - ირმა ზოიძე
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის საკრებულოს მუდმივმოქმედი სათათბირო–საკონსულტაციო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას.
ამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შედგება 19 წევრისაგან, ქალაქ ბათუმში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და მასმედიის საშუალებების ორ–ორი წარმომადგენლისაგან. საბჭოს დანარჩენ 13 წევრს წარმოადგენს ადგილობრივი მოქალაქეები ბათუმის 13-ვე ტერიტორიული ერთეულის მიხედვით („საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარეები).