21 დეკემბერი, 11:00 საათზე გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მორიგი სხდომა, სადაც განიხილება შემდეგი საკითხები:
საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე)
დამატებითი საკითხი:
საკითხი 2. „ლაშა სირაბიძისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი - ირაკლი თავართქილაძე)
შესაძლებელია სხდომას უყუროთ პირადპირ ეთერში შემდეგ მისამართზე – http://batumicc.ge/old/video/video.php