დღეს საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. შეხვედრას მუნიციპალური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ძირითადი შენიშვნები კულტურული პროგრამების მიზნობრიობას და მათ ფინანსურ დასაბუთებას ეხებოდა. მრჩეველთა საბჭოს თქმით საჭიროა მეტი დეტალიზირება და აუცილებლობის უფრო არგუმენტირებული დასაბუთება. გაცნობებთ, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ რამდენიმე დღის უკან ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა საკრებულოში და მიმდინარეობის წარდგენილი რეკომენდაციების განხილვა/გათვალისწინება.