17 ოქტომბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს ღია კარის დღე. სხდომაზე განიხილეს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დოკუმენტის დეტალები და კითხვა-პასუხის რეჟიმში ყველა ბუნდოვან საკითხზე გააკეთა დეტალური მიმოხილვა. სხდომას საკრებულოს წევრების გარდა ესწრებოდნენ ადგილობრივი მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოებრივი დარბაზის წევრები. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით საჭიროა კიდევ ერთი ასეთი სხდომის ჩატარება. მან დოკუმენტის დიდ მნიშვნელობაზეც ისაუბრა.