18 აპრილს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით გაიმართა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო მოსმენა. 2015 წლის შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მერიის საფინანსო ეკენომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე - არჩილ ვანაძემ წარადგინა. თუ როგორ და რამდენით შესრულდა ანგარიში? რა ნაკლოვანებები იყო წინა წელს და რა არის გასათვალსწინებელი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას ამ და სხვა საკითხებზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საბჭოს წევრებთან ერთად იმსჯელეს. საქართველოს კანონმდებლობისმიხედვით, საკრებულოს მიერ მიმდინარე წლის პირველ მაისამდე უნდა დაამტკიცოს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში.