5-6 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ბათუმის საკრებულოს და მასთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით, ბათუმის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. მუნიციპალიტეტის 13 ტერიოტრიულ ერთეულში," სი ეს აი"-ს წარმომადგენლებმა, მერის რწმუნებულებთან და დეპუტატებთან ერთად ადგილობრივებს საზოგადოებრივი დარბაზების მუშაობის პრინციპი გააცენს. ასევე, აცნობეს, რომ 20 ნოემბრამდე ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა თავიანთი საცხოვრებლების მიხედვით გამგეობაში მოითხოვონ განაცხადის ფორმა და დარბაზის წევრად დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დარბაზის წევრები აირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც ავტომატურად გახდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი. 25 ნოემბრამდე საზოგადოებრივი, ბიზნეს და მედია ორგანიზაციები გამართავენ შეხვედრას და საბჭოს წევრ ორ-ორ წარმომადგენელს დაასახელებენ. ნოემბრის ბოლოს კი, მუნიციპლაიტეტის მართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლების მიზნით, საქმიანობას საკრებულოსთან ერთად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ახალი შემადგენლობით გააგრძელებს.