21 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და მერიის ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2015–2018 წლების პრიორიტეტები.
შეხვერას ესწრებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, საზოგადოებრივი დარბაზების წევრები და მათი ლიდერები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების ძირითადი მიზანია სამედიცინო სოციალური პირობების შექმნა ქალაქის მცხოვრებთათვის.
განსაკუთრებით საშიში დაავადების ადრეული გამოვლენა, პრევენცია და მკურნალობა; მოსახლეობის ინფორმირბა და ზრუნვა სოციალურად დაუცველ ფენებზე, ქრონიკულად დაავადებულ პირებსა და ბავშვებზე. მერიის სხვადასხვა სამსახურების 2015–2018 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვა გაგრძელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა, წარმოდგენილი პრიორიტეტების შესახებ თავიანთი აზრი დააფიქსირეს და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებიც მისცეს.