ბათუმი დაყოფილია 13 თერიტორიულ ერთეულად, თითოეულ მათგანში ბათუმის მერს ყავს თავისი წარმომადგენელი, რომელიც ადმინისტრაციულ საკითხებს ლოკალურ დონეზე აგვარებს, ასევე თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით ცამეტივე უბანში შექმინილია საზოგადოებრივი დარბაზი, რომელშიც გაწევრიანება შეუძლია იმ უბანში რეგისტრირებულ როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს. საზოგადოებრივი დარბაზი შიემუშავებს ადგილობრივ დონეზე ინიციატივებს, ავლენს პრობლემებს და მისი წარმომადგენლი - საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარის -დახმარებით წარადგენს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ან უშუალოდ მუნიციპალიტეტში. თავმჯდომარეს დარბაზი ირჩევს ორ წელიწადში ერთხელ ღიან ან დახურული კენჭისყრის საფუძველზე. არჩეული თავმდჯომარე კი ავტომატურად ხდება საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი.