საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს საქმიანობის ახალი რეგულაციები ინერგება : სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომები ყოველთვის ერთდაიმავე დროს გაიმართოს. გადაწყდა, რომ სხდომები ყოველი თვის პირველ ოთხშააბთს, 16:00 საათზე, ბათუმის დემორკატიული ჩართულობის ცენტრის დიდ სადისკუსიო დარბაზში( მისამართი: ბათუმი ფარნავაზ მეფის ქ. #62/64) ჩატარდება. საბჭოს სხდომები ღიაა და დასწრება ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლება. გადაწყვეტილების მიღებამდე საბჭოს წევრებს შორის გაიმართა დისკუსია. სამოქალაქო საბჭომ მიიჩნია, რომ თუ ყოველთვიურად, დათქმულ დროს გაიმართებოდა სხდომები, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს მიეცემა საშუალება წინასწარ განსაზღვროს დასწრების საკითხი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პირველი სხდომა ივნისსის თვის პირველი ოთხშაბათი სწორედ 1 ივნისს უწევს. 16:00 საათზე, დათქმულ მისამართზე, საბჭოს წევრები და დაინტერესებული პირები შეიკრიბებიან და საზოგადოების ინიციატივებზე იმსჯელებენ. რომელიც შემდეგ რეკომენდაციის სახით ბათუმის თვითმართველობას გადაეგზავნება. თუ თქვენც გაქვთ საკითხები, რომელიც თვითმართველობამ უნდა გადაჭრას, ან თუნდაც მომავალი წლის პრიორიტეტებში გაითვალისწინოს, მოდი 1 ივნის 16:00 საათზე ბათუმის დემოკრატიულიჩართულობის ცენტრში, USAID CCE სადისკუსიო სივრცეში. ერთდ მივცეთ რეკომენდაციები ქალაქის მმართველებს. მომავალ სხდომაზე სამოქალაქო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები სამოქალაქო საბჭოს მომდევნო სხდომა, 1 ივნის, შემდეგი თვის პირველ ოთხშაბათს გაიმართება. საბჭოს წევრებმა, წინა შეხვედრაზე წინასწარ განსაზღვრეს საკითხები, რომლის შესახებაც 1 ივნისის სხდომაზე იმსჯელებენ. დღის წესრიგში რეკრეაციული ზონების შენარჩუნებისა და ქალაქში მათი გაზრდის საკითხი დადგება. საბჭოს წევრი ნათია აფხაზავა მიიჩნევს, რომ ბათუმში რეკრეაციული ზონები, პარკები, სკვერები მინიმალურად არის დარჩენილი და ქალაქს მწვანე საფარი და საზოგადოებრივი სივრცეები აკლია. საბჭო იმსჯელებს ინიციატივაზე დაემატოს ქალაქს მწვანე საფარი და გაჩნდეს ახალი რეკრეაციული ზონები და საჯარო სივრცეები. საკითხის განხილვამდე საბჭოს წევრებს, ინიციატორი არგუმენტებსა და არსებულ სიტუაციის ანალიზს გააცნობს. მეორე საკითხად ქალაქში კერძო მიწების მოუვლელობაა. საბჭოს წევრის ლევან გობაძე მიიჩნევს, რომ ქალაქში ბევრია კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც გავერანებულია და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ საკრებულომ უნდა მიიღოს ახალი რეგულაცია და კერძო ტერიტორიების მეპატრონეებს დააკისროს არსებული ტერიტორიების (მშენებლობის ან სხვა ფორმით ექსპლუატაციაში შეყვანამდე) შემოღობვა, ნაგავისგან გაწმენდა და მისი გამწვანება. მესამე საკითხი კი ღია იქნება. საბჭოს წევრები მოქალაქეების მიერ დასახელებულ სხვადასხვა ინიციატივას განიხილავენ. სხდომის დასრულების შემდეგ,მოქალაქეების მსჯელობის შედეგად გამოვლენილ ინიციატივები და საბჭოს რეკომენდაციით წერილობით სახით რეაგირებისთვის გადაეგზავნება ბათუმის საკრებულოს.