2014 წლის 23 სექტემბერს ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნა რეგლამენტი, სადაც გაითვალისწინეს მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები თვითმმართველობის საქმიანობაში. აღნიშნული რეგლამენტის თანახმად ნებისმიერ პირს უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს საკრებულოს კომისიის,საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს, მოიწვიონ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თუ მიმართონს საკრებულოს პეტიციით. ასევე საკრებულოს თანამდებობის პირები და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან თვეში ერთხელ მოაწყონ მოქალაქეთა მიღება.
მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმები შეგიძლიათ იხილოთ საკრებულოს რეგლამენტში.