8-10 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ბათუმის მერიის 2015-2018 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. ბათუმის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის, ასევე ინფრასტრუქტურისა კეთილმოწყობის სამსახურებმა. დაგეგმილ პროგრამებსა და მათი განხორციელების საჭიროებებზე დაინტერესებულ პირებს ესაუბრეს. ასევე, მოსახლეობისგან მოისმინეს თითეულ პროგრამასთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აქცენტს გასულ შეხვედრებზე მიცემული რეკომენდაციების არ გათვალისწინებასა და ახლად შექმნილი პროგრამების განხორციელების აუცილებლობის დასასაბუთებლად არასაკმარის არგუმენტაციასთან დაკავშირებით აკეთებდნენ. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუვნელყოფის სამსახურის მიერ წაროდგენილმა პროექტმა, რომელიც შშმ პირებს თავინთ ოჯახებთან ერთად ურეკში დასვენებასა და სარეაბილიტაციო კურსის გავლას სთავაზობს. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციართა რიცხვი პრიორიტეტების პროგრამაში გაორმაგებულია, რომლის საჭირობის დასაბუთება მეტ-ნალებად დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სრულყოფილი არ არის.
ხმაურიანი განხილვის თემა იყო მერიის კულტურის განყოფილების ახალი პროგრამაც, რომელიც ტურიზმის მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდების უცხოეთში სტაჟირების ხელშეწყობას გულისხმობს. დისკუსიის მონაწილეთა ნაწილის აზრით, მერიის მხრიდან აღნიშნული მიმართულებით თანხის ხარჯვა არამიზნობრივია, ნაწილი კი თვლის, რომ მომსახურების სფეროს განვითარებისთვის წარმოდგენილი პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება ბიზნეს სექტორსაც. საჯარო შეხვედრების ბოლო დღე, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის პრიორიტეტების განხილვას მიეძღვნა. წარმოდგენილმა პრიორიტეტებმა დარბაზში დამსწრე საზოგადოება არც თუ ისე კმაყოფილი დატოვა. საზოგადოებრივი დარბაზების ლიდერებმა სამსახურის უფროსს პირადად გააცნეს თავიანთ ქუჩებზე არსებული მგომარებადა პრობლემები. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა მოუწოდეს, რომ სარეაბილიტაციო პროგრამებში გათვალისწინებულ იქნას შშმ პირთათვის შეაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე შესრულებული სამუშაოები იყოს დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიხედვით. საჯარო შეხვედების ბოლოს, დასმულ პრობლემებთან დაკავშირებით სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოამზადებს რეკომენდაციას და პროგრამების დამტკიცებამსდე წარუდგენს შესაბამის სამსახურს. აღნიშნული პრიორიტეტები კორექტირებას 15 ნოემბრამდე ექვემდებარება.
სპორტისა და ახალგაზრდობის 2015 წლის პრეზენტაცია
განათლებისა და კულტურის 2015 წლის პრეზენტაცია
კეთილმოწყობის სამსახურის 2015 წლის პრეზენტაცია