11 დეკემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი დაამტკიცეს. საკრებულოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ძირითადად COVID-19-ით გამოწვეული გარემოებების გამო მოსახლეობისთვის, ასევე, იურიდიული პირებისა და ინდ. მეწარმეებისთვის დაწესებულ შეღავათებს ეხებოდა. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.