საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ართმელაძე, დღეს ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.
ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სერვისცენტრში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურებისა და აიპების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოსახლეობას აღნიშნულ უბანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ასევე, განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, რომლებიც კონკრეტულ უბანში სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.