search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ბათუმის მწვანე კონცხის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან
  • სიახლეები

    ნოემბერი 13, 2017 - ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ბათუმის მწვანე კონცხის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან

    ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა ბათუმის მწვანე კონცხის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან

    2017 წლის, 5 ოქტომბერს 19:00 საათზე, მწვანე კონცხის უბნის გამგეობაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ბათუმის ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტის, „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა ინფორმაციული სახის შეხვედრა, ბათუმის მწვანე კონცხის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტის ფარგლებში დატრენინგებული დარბაზის თავმჯდომარე ერეკლე ქაჯაია და ნიკოლოზ ცეცხლაძე.

    შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მიღების გზებზე. ასევე ისაუბრეს, საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამ მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. შემდეგ კი კონკრეტულად განიხილეს და იმსჯელეს, თუ რომელი გზებითა და საშუალებებითაა შესაძლებელი თვითმმართველობების კონტროლი, რა სახის ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე განიხილეს როგორ და რა ფორმებით არის შესაძლებელი საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და შეთანხმდნენ, მათთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით, საჯარო დაწესებულებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.

    Tweet
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: