2017 წლის, 6 ოქტომბერს 16:00 საათზე, აეროპორტის უბნის ადმინისტრაციულ შენობაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ბათუმის ფილიალის მიერ განხორციელებული პროექტის, „ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ფარგლებში გაიმართა ინფორმაციული სახის შეხვედრა, ბათუმის აეროპორტის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან და დაინტერესებულ მოქალაქეებთან, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტის ფარგლებში დატრენინგებული დარბაზის თავმჯდომარე თეა კაკაბაძე და ინგა შლარბა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მიღების გზებზე. ასევე ისაუბრეს, საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ამ მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს. შემდეგ კი კონკრეტულად განიხილეს და იმსჯელეს, თუ რომელი გზებითა და საშუალებებითაა შესაძლებელი თვითმმართველობების კონტროლი, რა სახის ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს საჯარო დაწესებულებაში, აგრეთვე განიხილეს როგორ და რა ფორმებით არის შესაძლებელი საჯარო დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და შეთანხმდნენ, მათთვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით, საჯარო დაწესებულებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე.