7 ნოემბერს რუსთაველის საზოგადოებრივ დარბაზში, გაიმართა ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ , რომელსაც ფასილიტაციას პროექტის - „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილეები გიორგი ბოლქვაძე და გულაია ეკიმიანი უწევდნენ. შეხვედრის მიზანი უბნის მაცხოვრებლების მიერ ინიციატივების დაფიქსირება და უბნის განვითარებაზე მსჯელობა იყო. შეხვედრაში მონაწილეობდენ სტუდენტები და უბნის მაცხოვრებელი ახალგაზრდები. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები: უბანში საბავშვო ატრაქციონების განახლება /მოწყობა, მწვანე სივრცეების შენარჩუნება, ახალი სკვერის მოწყობა, ასევე შეხვედრის მონაწილეებმა ერთ-ერთ ინიციატივად დაასახელეს სტუდენტებთან რუსთაველის დასახლების მაცხოვრებლების აქტიური ურთიერთობა და სტუდენტური ფესტივალის მოწყობა. აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარეობს და მისი მიზანია მუნიციპალიტეტისთვის და მასთან არსებული სამოქალქო მრჩეველთა საბჭოებისთვის სამოქალაქო ინიციატივების წარდგენა. პროექტი „მართე შენი ქალაქი“ ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით