9 ნოემბერს აღმაშენებლის საზოგადოებრივ დარბაზში, გაიმართა ღია შეხვედრა - „შენი ხმა საბჭოში“ , რომელსაც ფასილიტაციას პროექტის - „მართე შენი ქალაქი“-ს მონაწილე ასლან კახიძე უწევდა. შეხვედრის მიზანი უბნის მაცხოვრებლების მიერ ინიციატივების დაფიქსირება და უბნის განვითარებაზე მსჯელობა იყო. შეხვედრაში მონაწილეობდენ საზოგადოებრივი დარბაზის წევრები და უბნის მაცხოვრებელი ახალგაზრდები. შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა შემდეგი ინიციატივები: ლეონიძის 15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლის განთავსება, მუნიციპალური ტრანსპორტისთვის მოსაცდელების გაკეთება, კორპუსების ადაპტირება, ასევე, კორპუსების ეზოებში წყლის შადრევნების დამონტაჟება, აღმაშენებლის ქუჩაზე არსებული ავტობაზრობისთვის ტერიტორიის შეცვლა და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის მოწესრიგება/გალაკტიონის ძეგლის რეაბილიტაცია. აღნიშნული ინიციატივებიდან ყველაზე მეტი ხმა ლეონიძის 15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის სასახლის განთავსებამ დააგროვა. აღნიშნული შეხვედრების ციკლი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარეობს და მისი მიზანია მუნიციპალიტეტისთვის და მასთან არსებული სამოქალქო მრჩეველთა საბჭოებისთვის სამოქალაქო ინიციატივების წარდგენა. პროექტი ''მართე შენი ქალაქი''; ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის Civil Society Institute ბათუმის ფილიალის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მმართვის ინსიტუტის EWMI Accessპროექტის ფარგლებში USAID ფინანსური მხარდაჭერით