22 ნოემბერს, "სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ" და ბათუმის თვითმმართველობამ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ღია კარის დღე გამართა, სადაც განხილულ იქნა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და "საზოგადოებრივი დარბაზების" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის ბიუჯეტი ძირითადი დოკუმენტია ქალაქისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაგეგმვის პროცესში მოქალაქეების აქტიური მონაწილება. დამსწრე საზოგადოების მხრიდან შეხვედრის დროს დაისვა არაერთი საკითხი, ადგილზევე გაკეთდა შენიშვნები და რეკომენდაციები. საკრებულო უზრუნველყოფს მოქალაქეთა შენიშვნებისა და რეკომენდაცეიბის მიღებას, ასევე არაუგვიანეს 25 ნოებრისა საკრებულოს თავმჯდომარე ბიუჯეტის პროექტს დაუბრუნებს მერიას, ხოლო 10 დეკემბრამდე მერია შესწორებულ ვარიანტს (ან იგივიე ვარიანტს) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.