24 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქალაქის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართა. შეხვედრას საკრებულოს წევრები, საფინანსო კომისიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მერიას თითოეულ პროგრმასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები ზეპირი ფორმით გააცნეს.
ბიუჯეტის პროქეტი მერიას 25 ნოემბერს საზოგადოებისა და საკრებულოს წევრების მიერ გაცემული რეკომნდაციებით დაუბრუნდება. მერია კი წარდგენილ რეკომენდაციებს განიხლიავს და ბიუჯეტის პროექტის შესწორებულ ვერსიას საკრებულოს 10 დეკემბერს წარუდგენს