სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალისა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქომრჩეველთა საბჭოს მიერ ყოველკვარტალურად გამოიცემა ელექტრონული ბიულეტენი, რომელიც მიზნად ისახავსსაზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას თვითმმარველობაში მოქალაქეთა მონაწილეობისმექანიზმების შესახებ. ბიულეტენი მოიცავს ოთხ ძირითად ბლოკს:
- მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმებს თვითმმართველობის საქმიანობაში;
- ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სამი თვის განმმავლობაში განხორციელებულაქტივობების მოკლე მიმოხილვას;
- ბათუმის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს და სიახლეებს მათ საქმიანობაში;
- თქვენ გაქვთ უფლება- სადაც თქვენ წაიკითხავ იმ ძირითადი უფლებების შესახებ რომელიც გაქვთ საჯაროობის და მონაწილეობისკუთხით თვითმმართველობის საქმინობაში.
ბიულეტენის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით. ამერიკის შეერთებული შტატებისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ბიულეტენის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქოსაზოგადოების ინსტიტუტი და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/დაEWMI-ს შეხედულებებს. პროექტი ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ბათუმის ფილაილის მიერაღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.