სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით, 2016–2019 წლების პრიორიტეტების საჯარო განხილვა დასრულდა. საჯარო შეხვედრები, ქალაქ ბათუმის საკრებულოს შენობაში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარებდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მომზადებული პრიორიტეტები საზოგადოებრივი დარბაზებისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, ასევე სტუდენტ–ახალგაზრდებმა მოისმინეს. არსებული პრიორიტეტების შესახებ დამსწრეთა მხრიდან გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები გაკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს პრობლემებისა და ინიციატივების შესწავლა და ანალიზი. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო წერილობით რეკომენდაციას მოამზადებს და მერიის შესაბამის სამსახურებს ინიდვიდუალრურად წარუდგენს.