2-3 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიცპალიტეტის ინფრასტრუქტურული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის , განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდამჭერი პროგრამები. შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გასულ წლებთან შედარებით წარმოდგენილი პროექტი შედარებით დეტალური იყო, თუმცა ზოგიერთი პროგრამა ბიუჯეტის კომპონეტში მაინც საჭიროებს მეტ კონკრეტიკას. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდა განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასებისა და მონიტორინგისთვის, ასევე კვლევების ჩატარების მიზნით ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის აუცილებლობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროგრამების გაუქმებისა და ახლით ჩანაცვლების შემთხვევაში, შესაბამისის სამსახურების მიერ არგუმენტირებული პასუხების აუცილებლობას. საჯარო შეხვედრას, ბათუმის საკრებულოს წევრები, თავისუფალი მოქალაქეები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.