სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ერთობლივად შემუშავდა ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ საინფორმაციო ბროშურა. აღნიშნულ ბროშურაში მარტივ ენაზე წერია მერიის ყველა პროგრამისა თუ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, რომლის განხორციელებაშიც ქალაქი თანხას ხარჯავს. პოპულარული ბიუჯეტის მიზანია მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირება ქალაქის მართვისა და მის მიერ გაწეული ხარჯების თვალსაზრისით. პოპულარული ბიუჯეტის გავრცელება საზოგადოებრივი დარბაზებისა და საჯარო შეხვედრების დახმარებით იგეგმება.