18 მაიის, ქ. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების განათლების და კულტურის პრიორიტეტის დოკუმენტის პროექტის განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათელბისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეებთან.
შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები შეხვედრაზევე დააფიქსირეს, ასევე მერია მიესალმება მოქალაქეების მხირდან პრიორიტეტბის დოკუმენტის შეფასებას და რეკომედნაციებს.
აღნიშნულ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, და რეკომედაციები მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე მიწეროთ.