6 ივლისს, ბათუმის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში, ბათუმის მერიის პრიორიტებების დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა.
ქალაქის ვიცე-მერებმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თვითმმართველობის მომავალი 4 წლიანი მუშაობის გეგმაზე ისაუბრეს. შეხვედრას ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოქალაქეები და ამხანაგობის თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
მესამე სექტორის ძირითადი რეკომენდაციები იყო - მწვანე საფარის შენარჩუნების კუთხით მუნიციპალიტეტის უფრო კონკრეტულ ხედვის საჭიროება, საზოგადოებრივი საპირფარეშეოების მოწყობა, საბავშვო ბაღების ადაპტირება, მუნიციაპალური ტრანსპორტის სამარშუტო ხაზების მორგება მოსახლეობის საჭიროებებზე და სხვა.
დოკუმენტის საჯარო განხილვის შედეგად, მოქალაქეთა მხრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება პრიორიტეტების დოკუმენტის რედაქტირება, რომლის საბოლოო ვერსისას ბათუმის საკრებულო დაამტიკიცებს.