21 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამოქალაქო მრჩეველა საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს ორგანიზებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი პორექტის მიხედვით, მომდევნო წლის ქალაქის ხაზინაში 96 მილიონ 667 ათასი ლარია გათვალისწინებული. ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებს ინფარსტრუქტურული პორექტები 46 მილიონი ლარით, ჯანმრთელობის დაცდა და სოციალური უზრუნველყოფა 8 მილიონნახევარი ლარით, განათლება 10 მილიონი ლარით და კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა-სპორტი ასევე 10 მილინო ლარით წარმოადგენს. განხილვას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი ქალაქში ადაპტირებული გარემოს შექმნითა და გასული წლის მაგალითის გათვალსიწინებით, საბავშვო ბაღების მშენებლობით დაინტერესდნენ, თუმცა მერიის წარმომადგფენლები აღნიშნავენ, რომ ქალაქისათვის საკმარისი ბაღების მშენებლობას 200 მილიონი ლარი სჭირდება, რისი უზრუნველყოფაც მხოლოდ ერთ წელში შეუძლებელია.
იხილეთ ბიუჯეტის პროექტი