16 იანვარს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით ადგილობრივი მოსახლეობა, მედია საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" ადმინისტრაციას შეხვდა. როგორ მომსახურებას სთავაზობს "ბათუმის ავტოტრანსპორტი " მოქალაქეებს, როგორია მოქალაქეთა კმაყოფილების დონე და რა სიახლეების განხორციელებას გეგმავენ 2014 წელს - შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე არაერთი პრობლემატური საკითხი დაისვა, ძირითადად სამარშუტო ხაზებთან დაკავშირებით, ასევე 2014 წელს შპს"ბათუმის ავტოტრანსპორტი" ახალი ავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლით სარგებლობა შშმ პირებსაც თავისუფლად შეეძლებათ. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით 2014 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა "ბათუმი ველოს" გაფართოებას და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით სარგებლობის პროპაგანდას.