search

მართე შენი ქალაქი

  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • მრჩეველთა საბჭო
  • მართე ბიუჯეტი
  • დაგეგმე ბათუმი
  • კონტაქტი
  • მთავარი
  • ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა
  • სიახლეები

    ნოემბერი 24, 2020 - ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

    ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა

    24 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა სბჭოს ორგანიზებით, ბათუმის მერიის 2021 წლის მუნიციაპალური ბიუჯეტის საჯარო განხილვა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

    შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო ცენტრის და ადგილობირვი მედია საშუალებების წარმომადგენლები.

    შეხვედრა ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს Facebook გვერდზე და გაზიარებულ იქნა 20-მდე სხვადასხვა ჯგუფში.

    შეხვედრა ინტერაქტიული იყო, მომხსენებელმა- ბათუმის მერიის ფინანსური განყოფილების უფროსმა - ედნარ ნატარიძემ - ბიუჯეტის პრეზენტაციის გაკეთების შემდეგ მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

    25 ნოემბრამდე მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა წერილობით მიმართოს ბათუმის საკრებულოს თავიანთი მოსაზრებებით და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გარკვეულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

    Tweet
    ©2013 სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. ყველა უფლება დაცულია / ვებ-გვერდი ბაზის შევსების პროცესშია
    შექმნილია შინდში
    ვიზიტორთა რაოდენობა: