17 ოქტომბერს, ხუთშაბათს 11:00 საათზე სამოქალაქო საზოაგდოების ინსტიტუტი და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულო გამართავს „ღია კარის დღეს“ თემაზე: ქალაქის ურბანული დაგეგმარება და „ბათუმის უბრანული განვითარების სტრატეგია“.
შეხვედრის მონაწილეები: თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს წევრები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და არქიტექტორთა საბჭოს წევრები. ასევე დაინტერესებული მოქალაქეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოამდგენლები.