27 მაისს, აეროპორტის გამგეობაში, აეროპორტის დასახლების საზოგადოებრივი დარბაზის წევრები შპს" ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორს და მარკეტინგის მენეჯერს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან ავტოტრანსპორტის სამსახურის მიმართ არსებული პრეტენზიების განხილვა და ტრანსპორტთან დაკავშირებული სხვადახვა საკითხების შესახებ საუბარი იყო. შეხვდრაზე ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი და მოსახლეობისთვის უფრო მოქნილი სამარშტო ხაზის დანიშვნის საკითხიც განიხილეს.