"ღია კარის დღე" ბათუმის საკრებულოში 23 მარტს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და საკრებულოს ერთობლივი ორგანიზებით "ღია კარის დღე" მოეწყო, სადაც მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა თავიანთი პრობლემების შესახებ 5 წუთიანი მოხსენების საშუალებით საკრებულოსთვის მიემართათ. " ღია კარის დღის" მონაწილე ბათუმის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა მათი აქტიურობა არც ისე მაღალი იყო. მომხსენებელთა უმრავლსეობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და საზოგადოებრივი დარბაზების თავმჯდომარეები იყვნენ. საკრებულოს წევრებს ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ სულ 14–მა მომხსენებელმა მიმართა. დეპუტატებმა მოქალაქეების პრობლემები ჩაინიშნეს და საკრებულოს სხდომაზე საკითხების განხილვის პირობა დადეს. საკრებულოს აქვს ვალდებულება, რომ "ღია კარის დღე" ყოველ სამთვეში ერთხელ მაინც გამართოს და მოქალაქეების პრობლემების მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.