18 ნოემბერს, 15:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება ბათუმის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციას გააკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე - სულიკო თებიძე. შეხვედრაზე მოწვეულ იქნება ბათუმის მერიასა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დასწრება თავისუფალია.