31 მაისიდან 02 ივნისის ჩათვლით ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში , ბათუმის მერიამ გამართა შეხვედრები 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვა გამართა.
აღნიშნული შეხვედრები სამ დღეს გაგრძელდა, პირველი დღე 2018-2021 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულების პროექტის განხილვას დაეთმო, სადაც მოქალაქეთა რეკომენდაციები კითხვები და შენიშვნები მიიღეს.
01 მაისი კი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობის პრიორიტეტების პროექტის განხილვას დაეთმო. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა.
02 მაისს კი მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხინთიბიძემ საზოგადოებას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარების საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც 2018-2021 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის ფარგლებში შემუშავდა.2018-2021 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ დასახული პრიორიტეტების, ასევე ქალაქ ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოყალიბდა და განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი.
აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა.