10 აპრილს, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევერბის არჩევა დასრულდა. ტერიტორიულ ერთეულებში არსებულმა საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა, მესამე სექტორმა, მედია და ბიზნეს ორგანიზაციებმა თავიანთი წარმომადგენლები აირჩიეს. ასევე, დაიგეგმა პირველ მაისამდე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სპიკერის არჩევა.
სპიკერის არჩევის შემდეგ ბათუმის საკრებულოსთან არსებული სათათბირო ორგანი ფუნქციონირებას 2 მაისიდან დაიწყებს და 2019 წლამდე იმუშავებს.