17 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა,სადაც 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. 2014 წლის შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ვიც– მერმა ზურაბ ბერიძემ და მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ არჩილ ვანაძემ წარუდგინეს. მათი ინფორმაციით გასული წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 101 %-ით შესრულდა, ხოლო გადასახდელებმა 84 % შეადგინა. თუ როგორ და რამდენით შესრულდა ანგარიში? რა ნაკლოვანებები იყო წინა წელს და რა არის გასათვალსწინებელი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას ამ და სხვა საკითხებზე კომისიის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია მიმდინარე წლის პირველ მაისამდე წარუდგინოს საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში.