შეხვედრის მიზანი იანვრის თვეში ჩატარებული დარბაზის სხდომების შეჯამება და გამოკვეთილი პრობლემების მიხედვით მომდევნო თვის სამოქმედო გეგმის დასახვა იყო.
არსებული პრობლემების გათვალისწინებით ყველა უბნისთვის თანაბარმნიშვნელოვნად ბათუმის ავტოტრანპორტთან დაკავშირებული საკითხები დასახელდა, ასევე მნიშვნელოვანდ მიიჩნიეს ქალაქში არასწორი პარკირებისგან გამოწვეული პრობლემები. დასახელებული პრობლემებიდან გამომდინარე თებერვლის ბოლო კვირა აღნიშნული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პრებთან შეხვედრებს დაეთმობა.