ტრენინგის ძირითადი მიმართულება ადგილობრივი თვითმმართველობა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ ძრითადი ინფორმაციის მიწოდება იყო. ახალგაზრდებმა თეორიული ინფორმაციის მიღებასთან ერთად პრაქტიკული დავალებებიც გააკეთეს.
აღნიშნული ტრენინგ – სემინარები იმართება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, მისი მიზანია, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის დონის ზრდა. ტრენინგები კიდევ ორი სხვა ძირითადი მიმართულებით გაიმართება: პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაწყვეტის გზების გამონახვა; ეფექტური კომუნიკაცია და სამოქალაქო ინტერესების დაცვა .