სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვაზე. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა თვითმმართველობის წარმომადგენლების, ადგილობრივი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ექსპერტების და მედია-ორგანიზაციების მონაწილეობით. როგორია ქალაქი მდგომარეობა, რა ფუნქცია და მისია აკისრია ბათუმს და როგორია მისი სტრატეგიული განვითარების საერთო ხედვა და ზოგადი მიზნები. შეხვედრაზე გაკეთდა სწრაფი ურბანული სივრცითი ანალიზის (Rapid Urban Spatial Analysis – RUSA ) მეთოდის გამოყენებით არსებული მდგომარეობის ანალიზის პრეზენტაცია. ამას გარდა ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს SWOT ანალიზის მეთოდის გამოყენებითარსებული მდგომარეობის შემაჯამებელი ანალიზი, რომელიც საზოგადოებისვე ჩართულობით იქნა სრულყოფილი და მიეცა საბოლოო სახე.
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ აღნიშნულ პროექტს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ ახორციელებს.
სტრატეგიული გეგმის შემუშავების მეთოდოლოგიასა და SWOT ანალიზის შესახებ იხილეთ ვრცლად