"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა" აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა ,,დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ (G3) ფარგლებში, დაასრულა მუშაობა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე, რომლის პრეზენტაციაც ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 125 წლისთავზე მოხდა. "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მაისის თვიდან მუშაობს აღნიშნულ დოკუმენტზე. მოწვეულმა ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებმა, ადგილობრივ კოლეგებთან, საკრებულოსა და მერიის სპეციალისტებთან თანამშრომლობით შეიმუშავეს ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა.
პრეზენტაციამდე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო არქიტექტურული პროექტების გამოფენა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
დღესვე ოფიციალურად, საზეიმო გარემოში, თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა გადაეცა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს.
თუ სად ვიმყოფებით დღეს?!
სად გვსურს რომ ვიყოთ?!
და როგორ მივაღწიოთ სასურველს?!
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შემუშავდა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.
http://sdrv.ms/18kWx1c