17 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის პრიორიტეტების საჯარო განხილვა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.
თავდაპირველად მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, არჩილ ვანაძემ ზოგადი მიმოხილვა გააკეთა რის შემდეგაც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა დეტალურად ისაუბრა არსებულ პროგრამებზე, პრობლემებზე და გეგმებზე, თუ რა უნდა იყოს ამ მიმართულებით პრიორიტეტული ქალაქ ბათუმისთვის 2014-2017 წლებში.