2017 წლის თებერვალში, ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეების მიერ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ბათუმის საკრებულოს წარუდგინა პეტიცია შემდეგ საკითხზე: საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე” ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის-ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 23 თებერლის #11 დადგენილების შესაბამისად, ქ.ბათუმში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ #05.24.08.015, #05.24.08.014 და #05.24.08.121 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ, ქ.ბათუმში, ი.ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსის მინიჭება.
ერთ წლიანი საკომისია განხილვებისა და ეროვნულ დონეზე შთანხმების საფუძველზე, მოქალაქეთა მიერ ინიცირებული პეტიცია ბათუმის საკრებულომ მიიღო და 2018 წლის თებერვალში, აღნიშნული საკითხი მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად გადაწყდა.