3 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ივნისის თვის სხდომას გამართავს.
დღის წესრიგის მიხედვით დაგეგმილია საბჭოს წევრების განახლება და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს სხდომები ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს.
მისამართი: ბათუმი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფარნავაზ მეფის 62-64