17 ივლისს, ოთხშაბათს, 12:00 სთ-ზე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართება საჯარო განხილვა თემაზე: რა უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი ბათუმის პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მერია და საკრებულო მუშაობს 2014-2017 წწ. პრიორიტეტებზე, რომელიც ასახავს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის 2014-2017 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის პრიორიტეტულ ღონისძიებებს და მიმართულებებს, რომლის განხორციელება გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით.
დასაწყისი: 12:00
მისამართი: ფარნავაზ მეფის 62/64. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
(იხილეთ პრიორიტეტების დოკუმენტი)